ჩვენ გახლავართ არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია: ,,იდეების განხორციელების  ფონდი თბილისი კიევი’’, რომელშიც უკვე  13,300  ადამინია გაწევრიანებული და მისი ციფრი ყოველ დღე იზრდება. ჩვენი მიზანია განვახორციელოთ ყველაზე დიდი და მაშტაბური პროექტი რომელიც

,,საქართველოს  მოსახლეობის  ეკონომიკურად დახმარების  პროექტითაა“  სახელწოდებული.

  ჩვენი ორგანიზაცია საქართველოს ყველა რეგიონშია 25 წარმომადგენლობით დარეგისტრირებული (და 26–ე დამატებით უკრაინაში). ჩვენი ორგანიზაციის რიგებშია:  1. მეცნიერთა ჯგუფი (რომელიც შესდგება სხვა და სხვა განხრის–ყველა დარგის მეცნიერთაგან, აკადემიკოს, პროფესორ, დოქტორებისაგან).  2. ტექნიკოსთა ჯგუფი(რომელიც შესდგება ტექნიკური დარგის პროფესორ–დოქტორებისა და ტექნიკური განათლების მქონე ადამინებისაგან – სხვა და სხვა დარგის მუშაკებისაგან). 3. მეღვინეთა კავშირი(რომელიც მოიცავს მცირე მარნების ქვევრის ღვინის მეპატრონეებს). 4. გადატანა –გადაზიდვების სამსახური. 5. გვაქვს  ჩვენი სადაზღვევო პაკეტი, ხელშეკრულებით  სადაზღვევო  კომპანიასთან.

 áƒ“ა რაც უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ყველა რეგიონში დასახმარებელი მოსახლეობის ის დიდი ნაწილი, რომელთა ცხოვრების  წინსვლის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება–გაფართოების გეგმითა და შესაბამისი განაცხადით. (ჩავატარეთ რა კვლევა და ზუსტად ვიცით თუ რა ესაჭიროება მოსახლეობას სხვა და სხვა რეგიონში, რათა დაძლიონ  უმუშევრობა, სიდუხჭირე.  დაისაქმოს საკუთარი თავი, დაასაქმოს ოჯახის წევრები და დამატებით კიდევ 2–5 ადამინი, რაც საგრძნობლად შეცვლის ქვეყნის  საერთო ეკონომიურ მდგომარეობას უკეთესობისაკენ და ააღორძინებს სოფლებს.  ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას  შეუძლია სოფლის მეურნეობის ნებისმიერ დარგში მიიღოს ბიოლოგიური პროდუქტი.  მოსახლეობის    მხრიდან   განსაკუთრებული   მოთხოვნაა    áƒ’ანავითაროს.

1. მესაქონლეობა, მეღორეობა, თხის, ცხვრის, ბოცვრების, თევზისა თუ ფრინველის მოშენება ამ შემთვევაში მხოლოდ ფინანსურად დახმარებაა ამ ფენის მოსახლეობისათვის საჭირო. ხოლო

2. მევენახეობა, მებაღეობა და მებოსტნეობაში მომუშავე მოსახლეობას უფრო მეტი პრობლემა აქვთ: სოფლის მეურნეობის ამ დარგის  ფინანსურმა დახმარებამ უნდა მოიცვას:

    ა. ტექნიკა: ტრაქტორი, სხვა და სხვა მისაბმელებითა და შესაბამისი ავტოტრანსპირტით დახმარება.    ბ. შესამაბისი სანერგე და სათესლე მასალით მომარაგება.   გ. წყალგაყვანილობით  უზრუნველყოფა.   დ. სამაცივრე, სასაწყობე და საშრობი მეურნეობების წარმოქმნა, აშენება–მონტაჟი და ექსპლუატაცია.

3. ტურიზმი ძალიან აქტუალური საკითხია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის, ამ დარგში ძირითადად 3 მიმართულება გამოიკვეთა: ა) საკუთარი სახლების გადაკეთება კეთილმოწყობა ოჯახური ტიპის სასტუმროებად. ბ).  ხის ტურისტული კოტეჯების  ჩადგმა და  გ). ტურისტის მომსახურეობისათვის ტრანსპორტის(თუნდაც მეორადის) შეძენა.

4. მეფუტკრეობა. 

5. მცირე ზომის: მაღაზია, სალონების, კაფეებისა და საცხობების გაკეთება

6. უკვე არსებულ საწარმოებში ტექნიკის შეცვლა.

7. ახალი მცირე საწარმოების შექმნა.

8. საბავშვო ბაღების, სკოლებისა და საგანმათლებლო დაწესებულებების  წარმოქმნა ან ხელშეწყობა.

9. ყვავილის ბიზნესი და საპარნიკე მეურნეობები.

10. ინტელექტუალური ნაწილი – სახელობითი წიგნების გამოცემის ხელშეწყობა.

11. ინოვაციური პროექტები, რომელიც მოიცავს ხვა და სხვა მიმართულებასა და ღირებულებას.

12. áƒ¡áƒáƒªáƒ˜áƒáƒšáƒ£áƒ áƒ˜ პროექტები.

     áƒ©áƒ•áƒ”ნი ორგანიზაცია შუამდგომლობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, როგორც ფინანსების მოზიდვაში, ასევე ტექნიკურად არჭურვა გამართვაში, სწავლა ტრენინგებითა თუ ლექციებით უზრუნველყოფაში  ნებისმიერი მიმართულებით დაფინანსებულ თვითოეულ ადამინს. ასევე  უკვე ჩავდეთ მარცვალი – აქტიურად განვავითაროთ ქვეყანაში კოოპერატიული მეურნეობა ყველა დარგის მიმართულებაში. ასევე  მაქსიმალურად ეკონომიურად  თანხების გამოყენება წარმოებისა თუ ნებისმიერი პროექტის განხორციელებაში.  ამასთან ერთად მაქსიმალურად ვეცდებით პიროვნების იდეის განხორციელებას და თანამედროვე ეკოლოგიურად სუფთა  პროდუქციის წარმოებას   და მოგმართავთ თხოვნით ყველას, რათა დაეხმაროთ, უშუალოდ მოსახლეობას დაეხმაროთ ჩვენის მეშვეობით.

ჩვენ გვჯერა, რომ  ის კეთილი ნება, რაც  საქართველოს მოსახლეობის დახმარებას ეხება და ახორციელებთ, რათა ფეხზე დავაყენოთ ჩვენი მოსახლეობა, თქვენში ისეთივე აქტიურ ფაზაში ცოცხლობს, როგორც  ჩვენში და ამისათვის გაიღებთ სათანადო დახმარებას და არჩევანს გააკეთებთ ჩვენს ორგანიზაციაზე, რომელიც სრულყოფილად განახორციელებს ნებისმიერ პროექტს და არა ისე, როგორც ახლა სოფლის მეურნეობაში გაწეული ხარჯებიდან 85% უფუნქციოდ, გაუმართავ  მდგომარეობაში გამოუყენებელი დგას, ანდა  არასწორად შერჩეული ბენეფიციარის  ხელში –არსებობა პირველსავე წელს  შეწყვიტა.

მადლობას მოგახსენებთ ნებისმიერ  ქვეყნის წარმომადგენლობას:  საელჩოებს, ორგანიზაციებს თუ ცალკე პიროვნებებს  ამ გრანდიოზული პროექტის – ,,საქართველოს  მოსახლეობის  ეკონომიკურად დახმარების  პროექტი“ – ის განხორციელებაში შეტანილი თუ შესატანი წვლილისათვის და წარმოგიდგენთ ჩვებს რეკვიზიტებს:

    ამერიკის პროგრამა საქართველოს განვითარებისათვის

    არასამთავრობო ორგანიზაცია ,,იდეების განვითარების ფონდი“ (ZIDF) ჩამოყალიბდა  2018 წლის 23 მარტს ამერიკაში და მოგვიანებით საქართველოში და შემდგომ უკრაინაშიც ZIDF TBILISI –KYIV-ი და დადო კონტრაქტი ამერიკულ ორგანიზაცია ,,IMTD“ (INSTITUTE FOR MULTI-TRACK DIPLOMACY)-სთან. ორგანიზაციის მიზანია საქართველოს ეკონომიური დახმარება, რაც ითვალისწინებს: საქართველოში და შემდგომ უკრაინაშიც საგრანტო განაცხადების მიღება საქართველოს მასშტაბით. დარგების და მიმართულების მიხედვით კონტაქტის საფუძველზე. განაცხადების მიღების შემდეგ შედგება ერთი მთლიანი დარგობრივი პროექტი მაგ: მეფუტკრეობა, მესაქონლეობა, ტურიზმი და ა.შ. რომლის წარდგენაც მოხდება დონორებთან, შესაბამისი ინსტანციების გავლის შემდგომ დაფინანსდება არსებული პროექტი(შემდგომში ისევ განაცხადები).